2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა იქონია, სადაც საანგარიშო პერიოდში 0.5%-იანი კლება დაფიქსირდა. ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - ფასები შემცირდა 1.7%-ით, ჯანმრთელობის დაცვაზე კი კლება 0.8% იყო. როგორია მონაცემები წლიურ ჭრილში?