მისივე თქმით, დღეს თბილისის აეროპორტში დღე/ღამეში 150-მდე რეისი სრულდება.
„ის $60 მილიონის ინვესტიცია, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სრულად მოიცავს ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, სამიმოსვლო ბილიკებს, ახალ მოფრენის ტერმინალს და ახალ სადგომებს, რომელიც მოფრენის ტერმინალთან ერთად გაკეთდა. საშუალოდ დღე/ღამის განმავლობაში 150-მდე რეისი სრულდება, 2005 წელს ეს რიცხვი 5-7 რეისს შეადგენდა", - აღნიშნა მან.
გენერალური მენეჯერის მოადგილე "საქმიან დილასთან" ინტერვიუში ასევე განმარტავს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მალე თვითმფრინავის 5 ახალი სადგომი შეემატება. მისივე თქმით, ამისთვის 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და რეკონსტრუქცია ივნისის ბოლომდე დასრულდება.
თეა ზაქარაძის „საქმიან დილასთან“ სრული ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე.

























