მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაკეთდა ამ დრომდე ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის საქართველოში

5c061b5cf4190
ელენე კვანჭილაშვილი
04.12.18 10:13
1822
„სტრატეგიის შემუშავებას არ დაველოდეთ და ისე დავიწყეთ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა“, - ასე უპასუხა ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ “ანალიტიკის” შეკითხვას - როდიდან ვიგრძნობთ ღამის ეკონომიკის დადებით ეფექტს.

„საპილოტე რეჟიმში დავნიშნეთ #222 პარასკევი–შაბათის ავტობუსი; საკმაოდ მწვავე დისკუსიაში შევედით იგივე ქუჩის მუსიკოსებთან დაკავშირებით, რიყის ტერიტორიაზე მოვაწყვეთ პატარა სცენა და საშუალება მივეცით მუსიკოსებს, რომ გამოცდილებაც დააგროვონ და შესაბამისად, გარკვეული თანხებიც შეაგროვონ; ჩვენ ჩავატარეთ, მაგალითად, იგივე ქუჩის მუსიკის ფესტივალი, დაახლოებით, ორი კვირის წინ“, – განმარტავს სერგი გვარჯალაძე და იქვე დასძენს, რომ ეს არის ყოველდღიური რეჟიმი, ყოველდღიური მუშაობის შედეგი.

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელის თქმით, აქტივობა და ჩართულობა ამ მიმართულებით საკმაოდ მაღალია.

„სხვადასხვა ტიპის პროექტებს ვიღებთ როგორც კერძო ბიზნესებისგან, ისე კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან და რიგითი ადამიანებისგანაც“, - აღნიშნა მან.
სერგი გვარჯალაძის შეფასებით, მომავალი წელი განვითარების კუთხით კიდევ უფრო აქტიური იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები