მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაკეთდა ცაგერში "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში? - უკვე დახარჯულია 5 მლნ ლარი

64b2719210063
BM.GE
15.07.23 14:14
526
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცაგერში ცენტრალური ბაზრის ტერიტორია, დავით აღმაშენებლის ქუჩა და სკვერი დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ადგილზე ცაგერის მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.

ცაგერში აღნიშნული პროექტები პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის “განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში განხორციელდა.

აშენდა ახალი აგრარული ბაზრის თანამედროვე სტანდარტების შენობა.

ცაგერში დასრულდა ლადო ასათიანის სახელობის სკვერის და რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე არსებული 17 შენობის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სკვერის საფეხმავლო ბილიკები, დაიგო ქვაფენილი, დამონტაჟდა დამატებითი გარე განათება, განახლდა რეკრეაცია, შენობების ფასადები, ვიტრაჟები, საფეხმავლო ზოლი და მიმდებარე სახლების ღობეები.

ცაგერში სამუშაოები ჩატარდა სამ ეტაპად, პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოებზე დაიხარჯა 5,031,885 ლარი, ხოლო მესამე ეტაპის სამუშაოებზე დამატებით იგეგმება 1,0 მლნ. ლარის ინვესტირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები