ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ბაქანიძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა.
მისი განცხადებით, მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 6 885 000 ლარი დაიხარჯა. 34 მისამართზე აშენდა გზის და გრუნტის დამჭერი კედელი. ასევე, 56 მისამართზე, 39 897 კვადრატულ მეტრზე მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 108 მისამართზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 17 048 899 ლარი დახარჯა.
ამასთან, პრეზენტაციაზე ზურაბ ბაქანიძემ მომავალ წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რიმა ბერაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს წევრები და თბილისის რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ.