მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაკეთდა სამგორის რაიონში? - გამგებლის ანგარიში

5dee9408c1ea9
BM.GE
09.12.19 22:53
1073
სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებაზე მან დამსწრე საზოგადოებას როგორც დასრულებული, ისე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

კახა სამხარაძის განცხადებით, 2018-2019 წლებში სამგორის რაიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურა 300 130 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 12 659 834 ლარი გამოიყო. ასფალტის საფარი დაიგო ისეთ ქუჩებზეც, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა 30-40 წლის განმავლობაში არ მოწყობილა; დედაქალაქს შემოერთებულ ხუთ სოფელში მოწესრიგდა შიდა გზები, მოეწყო სკვერები, სპორტული მოედნები და ფიტნეს ზონები, გარდა ამისა, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნასაგურის ცენტრალურ გზას.

თბილისი მერიის ინფორმაციით, სამგორის რაიონის გამგეობა აქტიურად აწესრიგებს მიწისქვეშა კომუნიკაციებსაც. სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები მოეწყო და რეაბილიტირდა 96 მისამართზე. გარდა ამისა, რაიონის ტერიტორიაზე მოეწყო 34 სკვერი, ამჟამად კი მსგავსი ტიპის სამუშაოები კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს.

"ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 38 სპორტული მოედანი; 59 მისამართზე დამონტაჟდა ტრენაჟორები.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 385 პროექტი დაფინანსდა; კაპიტალურად გამაგრდა 5 ავარიული საცხოვრებელი სახლი; 113 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა; წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 68 მისამართზე ჩატარდა; რეაბილიტირდა და განახლდა 28 ლიფტი.

მოსახლეობის ჩართულობით, გაიმართა სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 26 ღონისძიება; საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში სიმბოლურ ფასად 201 ოჯახს გადაეცა.

ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 41 121 735 ლარი დაიხარჯა", - წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეზენტაციას თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მთავრობის წევრები, საკრებულოს წარმომადგენლები და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები