მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოავლინა მსოფლიო ბანკის კვლევამ პროფესიული მომსახურების საჭიროებაზე - იური დოლიძე

63385ef6bc093
ალა ისპირიანი
01.10.22 20:58
630
ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის დირექტორის იური დოლიძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებმა, პროფესიული საზოგადოების სპეციფიკური საქმიანობის შესახებ ნაკლებად იციან. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმიან დილაში“ მეწარმეებსა და პროფესიული საზოგადოების - ბუღალტერ-აუდიტების კომუნიკაციის სირთულეებზე საუბრისას განაცხადა.

იური დოლიძემ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს ბუღალტრული რეფორმის გატარებაში ეხმარება და ის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის კონსულტანტია საქართველოში. მისი თქმით, სწორედ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგებით ნათელი გახდა, რომ ორი მხარის მეწარმეებისა და პროფესიული საზოგადოების დაახლოებისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„მსოფლიო ბანკის ეგიდით ჩატარდა კვლევა, რომლის ანგარიში უკვე გამოქვეყნდა. მცირე და საშუალო ბიზნესის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი გამოიკითხა და ისინი კომპანიების უშალოდ მეწარმეები, მფლობელები ან ხელმძღვანელები იყვნენ და არა ბუღალტრები. რამეთუ ამ ეტაპზე ამ ადამიანების აღქმა უფრო მნიშვნელოვანი იყო. გამოიკვეთა, რომ მეწარმეებმა პროფესიული საზოგადოების სპეციფიკური საქმიანობის შესახებ ნაკლებად იციან, ვგულისხმობ აუდიტორულ-ბუღალტრულ მომსახურებებს. გასაგებია, რომ აუდიტი, საბუღალტრო, სადაგადასახადო მომსახურებები ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ ჩვენ საუბარი გვაქვს პროფესიონალებზე, რომლებსაც სხვა უნარ-ჩვევები და ცოდნა აქვთ, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნეს შეიძლება მოხმარდეს. მაგალითად, თუ აუდიტი კონცენტრირებულია წარსული ინფორმაციის ფინანსური სურათის დაფიქსირებაზე და გარკვეული მოსაზრების გამოთქმაზე. ბიზნესის სხვა მიზნებიც არსებობს გარდა იმისა, რომ წარსული შეაფასოს. ეს მომავალი და სისტემების სრულყოფაა. უკუკავშირი იყო, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ნაკლებად იცნობს ამ პროფესიის პოტენციალს. ვფიქრობთ, ამ ორი მოთამაშის დაახლოებისთვის ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანი იქნება. მიზეზი - გარკვეული აღქმაა, რომ ეს ძვირი მომსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი თავისუფალია და მოთამაშეებს ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლიათ, მხარდაჭერის კიდევ უამრავი პროგრამა არსებობს, რომელსაც მათ შორის სახელმწიფო ახორციელებს. იგივე აწარმოე საქართველო, ან ინოვაციების მხარდაჭერის. მეწარმეებმა ნაკლებად იციან ამ პროგრამების შესახებ“, - განმარტა იური დოლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები