რა მთავარი სისტემური გამოწვევები აქვს საქართველოს უძრავი ქონების საბროკერო სექტორს და რატომ არის აუცილებელი ბაზარზე თამაშის ერთიანი წესების დადგენა? საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ სექტორის პირველადი კომპლექსური კვლევის შედეგები შეაჯამა და მრგვალი მაგიდა გამართა. 360-გრადუსიანი ანალიტიკური მიდგომით ჩატარებულმა კვლევამ ბაზრის სამივე ძირითადი მხარე — ბროკერები, დეველოპერები და მომხმარებლები მოიცვა. დოკუმენტში გამოიკვეთა ისეთი კრიტიკული პრობლემები, როგორიცაა საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს დეფიციტი, ექსკლუზიური ხელშეკრულებების კულტურის ხარვეზები, არაჯანსაღი კონკურენცია, მომსახურების ხარისხის სტანდარტიზაციის საჭიროება და ნდობის აცდენა ბაზრის მონაწილეებს შორის. შეხვედრის შედეგად ასევე გადაწყდა ერთობლივი სამოქმედო ჯგუფის შექმნა, რომელიც სექტორის განვითარების რეკომენდაციებზე იმუშავებს. რა აჩვენა კვლევამ და კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ინდუსტრიის პროფესიონალიზაციისთვის?
სტუმრები: მაკა სურგულაძე - უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველთა საბჭოს წევრი, "რემაქს ჯორჯიას“- პარტნიორი; რუსკა ხაზარაძე - BLC-ის უძრავი ქონებისა და სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელი
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესთან ერთად






























