მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება გაიზარდა, კერძო სექტორი კადრების მწვავე დეფიციტს მაინც განიცდის. გამონაკლისი არც ტანსაცმლის და ფეხსაცმლის წარმოების სექტორია. დარგობრივი ასოციაციის ცნობით, საქართველოში ეს ბიზნესი 50 ათასამდე ადამიანს ასაქმებს, ხელფასები გაიზარდა, თუმცა კადრების დეფიციტი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. აფერხებს თუ არა არასაკმარისი და არაკვალიფიციური სამუშაო ძალა ამ სექტორის განვითარებას და როგორ ცდილობს ბიზნესი ამ გამოწვევას გაუმკლავდეს?
სტუმარი: დავით ბიძინაშვილი - „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი;