6 თვის მონაცემებით საქართველოდან ატმის ექსპორტი გაორმაგდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანამ 1 411 ტონა ახალი ატმისა და ნექტარინების რეალიზებით 1 მილიონ 424 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. გაყიდული საქონლის რაოდენობა 67%-ით, ხოლო ღირებულება 107.2%-ით გაიზარდა. წლის პირველ ნახევარში ატამი მხოლოდ 2 ქვეყანაში გავიდა, ექსპორტის ძირითადი ნაწილი კი რუსეთში განხორციელდა, სადაც 1.2 მლნ დოლარის ღირებულების 1 089 ტონა ატამი გავიდა, ხოლო სომხეთში 204 ათასი დოლარის 321 ტონა ატამი. გასულ წელს საექსპორტო ქვეყნებს შორის ასევე იყვნენ აზერბაიჯანი და სლოვენია, თუმცა მოცულობები გაყიდვის მოცულობები მცირე იყო. რთველის შეჯამებამდე ატმის მოსავლიანობის შედგები უნდა მოვიკითხოთ , რომელსაც სტიქიისგან ზარალი და ზიანი არ მოჰკლებია.