მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევები აქვთ ქალ მეწარმეებს საქართველოში?

ქალთა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ძირითადი განსახილველი თემა ეს იყო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ბიზნესით დაინტერესებული ქალებისთვის საქართველოში, ასევე შესაძლებლობები, რომლებსაც ქალებს ამ კუთხით საერთაშორისო, საჯარო თუ კერძო სექტორი სთავაზობს. როგორც ბიზნეს ფედერაციაში განმარტავენ, ისინი, ვინც დაინტერესებულია ბიზნესის წამოწყებით, არ იცის სად მოიძიოს იაფი რესურსი ან რა შესაძლებლობები არსებობს ამ მხრივ ქალი მეწარმეებისთვის. მთავარი პრობლემა კი, რის გამოც საფინანსო ინსტიტუტები ნაკლებად აფინანსებენ ქალ მეწარმეებს, არის ის, რომ ისინი ნაკლებ აქტივებს ფლობენ, რასაც საბანკო სექტორი მათგან სესხის უზრუნველყოფისთვის მოითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები