მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევები ხვდება ახალ მინისტრს ჯანდაცვის სფეროში?

პრემიერს საკადრო ცვლილებებზე დღეს მეტი მედიასთან კომუნიკაციისას აღარაფერი უთქვამს. არ დასახელებულა რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან წასული შიდა ქართლის გუბერნატორის შემცვლელის ვინაობაც. მინისტრთა კაბინეტში პარლამენტიდან გადანაცვლებული მიხეილ სარჯველაძის მიმართ დავალებებს რაც შეეხება საჯაროდ ჩამონათვალი ან მონიშნული საკითხები არ ყოფილა. წინა მორბედის შემთხვევაში კომუნიკაციის დაწუნების გათვალისწინებით მიხეილ სარჯველაძე, რომელიც როგორც პრემიერმა თქვა სფეროს წარმომადგენლების რჩევით მოხვდა მთავრობის შემადგენლობაში ამ მხრივ მოლოდინი მის მიმართ განსაკუთრებულია. რა ხედვა აქვს თავად მას როგორც მინისტრს უახლოეს მომავალში სავარაუდოდ მის საჯარო კომუნიკაციაში უნდა გამოჩნდეს, თუმცა რას ელიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ეს ელენე გოგბერაშვილმა უკვე მოიკითხა.