მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევებია ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით?

„გვაქვს შემთხვევები, როდესაც პროექტის გადამოწმების შედეგად მისი ღირებულება მნიშვნელოვნად იცვლება,“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო სექტორის ხარჯთაღმრიცხველებთან გასულ კვირას გამართული შეხვედრისას განაცხადა. მინისტრი ამბობს, რომ მიუღებელია როგორც ხელოვნურად გაზრდილი, ისე არარეალურად შემცირებული ფასი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების პროცესში ხარჯთაღრიცხვის ხარისხთან დაკავშირებული საკითხები, სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები. სოხაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს პოზიცია მკაფიოა ხარისხიან პროდუქტში გადაიხადოს რეალური, საბაზრო ღირებულება, თუმცა შესაბამის ფასად აუცილებლად უნდა მიიღონ შესაბამისი ხარისხი. რა გამოწვევებია ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხარჯთაღრიცხვის ხარისხთან დაკავშირებით და როგორ მუშაობს დარგში დანერგილი სიახლეები?

სტუმარი: გიორგი გაბუნია - „კონსტრაქშენ სერვისის” დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები