ფინანსები, პერსონალი და კვალიფიკაცია - ვადის ამოწურვამდე 8 თვით ადრე ეს ის სამი ძირითადი გამოწვევაა, რომელსაც ჰოსპიტალური სექტორი საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში აწყდება. როგორც ჯანდაცვის ასოციაციაში აცხადებენ, აკრედიტაციის პროცესი მნიშვნელოვან ინვესტიციას მოითხოვს, შესაბამისად, კლინიკებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფინანსური რესურსის ნაკლებობაა. მოსწრებადია თუ არა 2025 წლამდე კლინიკებში ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და გამოიწვევს თუ არა ამ დროისთვის განსაზღვრული ვადა მათი ნაწილისთვის ფუნქციონირების ნებართვაზე შეზღუდვებს?