მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევების წინაშე დგანან კერძო სკოლები 2024 წელს?

წელს მასწავლებლების ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება. როგორც წლის მიწურულს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, მიმდინარეობს ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება და მის ფარგლებში ბოლო წლების განმავლობაში, მასწავლებელთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება. დაახლოებით 35%-იანი მატება შეეხებათ სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგებს, რაც საშუალოდ 500 ლარი და მეტი იქნება.

დაანონსებული სიახლე ახალი გამოწვევა გახდა კერძო სკოლებისთვის, სადაც აცხადებენ რომ მასწავლებლების გადინების მაჩვენებელი კერძო სკოლებიდან შესაძლოა გაიზარდოს, ამის თავიდან არიდების ერთადერთი გამოსავალი კი სწავლის საფასურის ზრდა იქნება. რა პრინციპით უხდიან კერძო სკოლები პედაგოგებს ანაზღაურებას და როგორი იქნება სექტორის გადაწყვეტა?

სტუმარი: ავთანდილ აბდუშელიშვილი - კერძო სკოლა "შავნაბადას" დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები