კადრების დეფიციტი და ადმინისტრაციული ბარიერები - ბიზნესი ახალ წელს ძველი პრობლემებით იწყებს. კერძო სექტორისთვის კადრების დეფიციტი უკვე ქრონიკულ პრობლემად იქცა, რის გამოც კომპანიების ნაწილმა უცხოელების დასაქმებაც დაიწყო. გამოწვევაა ბიუროკრატიული ბარიერებიც.. კერძო სექტორის ნაწილი ამბობს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების მხრიდან საჭირო ნებართვების მიღება უჭირთ.