მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევები აქვს თხილის ბიზნესს?

BM.GE
09.11.21 11:52
606
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2021 წლის ოქტომბრის ოფიციალური ვაჭრობის მონაცემებით, ქართული თხილის ექსპორტის მოცულობა ოქტომბრის თვეში ყველაზე მაღალი იყო ბოლო ხუთი წელთან შედარებით. ექსპორტის მოცულობა , 2014 წლის შემდეგ, ამ სეზონში ყველაზე მაღალია. ჯამში, 2021 წლის 9 თვეში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3%-ით მეტია. გაზრდილია ექსპორტი 24%-ით. უმსხვილეს საექპორტო საქონელს შორის კვლავ შედის ღვინო, რომლის გაყიდვებმაც 16.5%-ით იმატა, 28%-ით გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტიც; ქართული თხილი კი საექსპორტო ათეულში მოწინავე პოზიციებს ნელ-ნელა იბრუნებს. 

სტუმარი: ოთარ შეროზია - მეთხილე ფერმერთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი;




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები