მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევები და პოტენციალი აქვს ქართულ პროდუქციას აშშ-ში? – ჩიკაგოში მცხოვრები ქართველის ბიზნესი

5f18872953b8c
თამთა ჯიჯავაძე
23.07.20 00:15
1155
ქართველი დაჩი ჯღუნიაშვილი, რომელიც ჩიკაგოში ცხოვროს, აშშ-ში ქართული პროდუქციის იმპორტზე მუშაობს. როგორც „საქმიან დილაში“ საუბრისას მან აღნიშნა, ის ამ ეტაპზე დაახლოებით 30 სხვადასხვა სახეობის ქართული პროდუქციის იმპორტს ახორციელებს საქართველოდან ამერიკაში. მათ შორის არის ქართული ტყემალი, აჯიკა, კომპოტი და ა.შ.

დაჩი ჯღუნიაშვილის თქმით, ის ჯერჯერობით ორ ფერმერთან თანამშრომლობს, მათ შორის ერთ-ერთია ქართული ყველის მწარმოებელი. რაც შეეხება გამოწვევებს ამ პროცესში, ბიზნესმენი ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ის გადააწყდა ამ დრომდე, ეს არის ხარისხი.

„ყველაზე რთული გამოწვევაა ხარისხის შენარჩუნება, რასაც აქაური ბაზარი და სტანდარტები მოითხოვს. ძალიან ჭირს ხარისხიანი, სტაბილური პროდუქცია საქართველოში. ვურჩევდი ყველას შეინარჩუნონ კარგი ხარისხი, ბევრი იმპორტიორია აქ ვინც ეძებს კარგ სტაბილურ მეწარმეს ხარისხიანი პროდუქციით“, – აღნიშნა მან.

დაჩი ჯღუნიაშვილმა ქართული პროდუქციის პოპულარობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკაში ქართული ნაწარმი ძირითადად იმ ამერიკელებისთვის არის ცნობილი, რომელთაც რაიმე სახის შეხება ჰქონიათ საქართველოსთან.

გარდა ამისა, ჩიკაგოში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ქვევრის ღვინის პოტენციალზეც ისაუბრა:

„ქართულ ქვევრის ღვინოს აქვს ერთ-ერთი დიდი პოტენციალი. ალბათ ჩემი გეგმებიც ამას უკავშირდება, რომ შემოვიტანო ქვევრის ღვინო ჩიკაგოში.. იცით, რომ ქვევრის ღვინო ინარჩუნებს სპეციფიურ გემოს, რაც სხვა ღვინოებს არ აქვს. ქვევრი, რომელიც საქართველოდან მოდის, აძლევს იმ გემოვნურ თვისებებს ღვინოს, რაც მას სხვა ღვინოებისგან განასხვავებს . ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი, რათა გავაცნოთ ამერიკის ბაზარს ქვევრის ღვინო“, – აღნიშნა დაჩი ჯღუნიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები