მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევებს ელის "ბრიკორამა" პოსტპანდემიურ პერიოდში?

5ebe49a516052
ვიქტორია მღებრიშვილი
15.05.20 21:30
3162
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „ბრიკორამას“ ფინანსური დირექტორი კახაბერ სონიშვილი მიიჩნევს, რომ პოსტპანდემიური პერიოდი კომპანიებისთვის გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული, რაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს ფულადი სახსრების დეფიციტამდე მიიყვანს.

„ძირითადი გამოწვევა იქნება მომხმარებლების ნაკადის შემცირება, რაც გამოიწვევს გაყიდვების შემცირებას და შესაბამისად ფულადი სახსრების გარკვეულ დეფიციტს.

მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, "ბრიკორამას" მენეჯმენტის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება, როგორც მომხმარებლების მაღალი ხარისხით მომსახურება, ასევე მათთვის სასურველი პროდუქციის ფართო ასორტიმენტის შეთავაზება და ჰიპერმარკეტის სრულყოფილი ფუნქციონირება“, - ამბობს კახაბერ სონიშვილი.

„ბრიკორამას“ ფინანსური დირექტორი მთავრობის მიერ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, თუმცა, ფიქრობს რომ ეს არ არის საკმარისი.

„სახელმწიფომ უკვე დააწესა გარკვეული შეღავათები, რაც გამოიხატება საშემოსავლო გადასახადის როგორც გადავადებით ასევე გარკვეულ ზღვრამდე მისი გაუქმებით. ასევე, კარგი იქნებოდა, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადის კუთხითაც დაწესებულიყო გარკვეული შეღავათები“, - განმარტავს ის.

BM.GE-ის კითხვაზე ექნება თუ არა გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე მოსალოდნელ კლების ტენდენციას მათ ბიზნესზე, კახაბერ სონიშვილი პასუხობს: „გარკვეულწილად არსებობს კორელაცია სამშენებლო სექტორთან და იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდება, ეს რა თქმა უნდა აისახება ჩვენს გაყიდვებზეც“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები