მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა განაპირობებს ლარის მერყეობას და როგორი იქნება სებ-ის პოლიტიკა?

ხმამაღლა მოსაუბრე ბიზნესების წარმომადგენელთა განცხადებები ამ პერიოდში პოზიტიური სიახლეებით რთულად საპოვნელია და ამ ფონზე პრობლემებს ან შესაძლო პრობლემებს არ განიხილავენ ქართულ ოცნებაში. სების პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც ანგარიშის პარლამენტის სასახლეში გამოცხადებული წითელი დონის ფონზე, ანუ მედიის და რა თქმა უნდა ოპოზიციის გარეშე წარადგენდა ამბობს რომ ლარის გაუფასურების ეკონომიკური და ფუნდამენტური ფაქტორები არ არსებობს. ნათია თურნავამ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე რომლის ჩანაწერით გვიან ღამით გავრცელდა ისიც თქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდისგან განსხვავებით, როცა ლარის კურსის შესანარჩუნებლად რეკორდულად დიდი რაოდენობის რეზერვები გაყიდა სებმა ამ შემთხვევაში სებ-ი კურსის დასასტაბილურებლად სავალუტო ინტერვენციებს არ მიმართავს, პირიქით, ნოემბერში სებ-მა ბაზრიდან 124.5 მილიონი დოლარი შეისყიდა. ეროვნული ვალუტა კვირის პირველ ნახევართან შედარებით მეორე ნახევარში გამყარების ტრენდზე გადავიდა. თუმცა დოლარის ფასი დაღმასვლით ცურვის დაწყების ამ ტალღამდე პერიოდთან შედარებით ისევ მნიშვნელოვნად გაძვირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები