მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა განცხადება/საჩივრებით მიმართავენ საზოგადოებრივ დამცველს მოქალაქეები? - ანგარიში

605a012175395
ინგა მურუსიძე
23.03.21 21:18
651
მომხმარებლის ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში 2020 წელს ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებლის დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას და ამ მიმართულებით სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობას აჯამებს.

ანგარიში სტატისტიკურ მაჩვენებლებს მოიცავს, რომლის თანახმად, 2020 წელს ორგანიზაციისთვის მიმართვიანობის მაჩვენებელმა 822 განცხადება/საჩივარი შეადგინა.

სამსახურში შესული განცხადება/საჩივრები გადანაწილდა შემდეგი თემატიკის მიხედვით:

უხარისხო სატელეფონო მომსახურება (297 განცხადება/საჩივარი);
სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების დაყოვნება ან/და დაუკმაყოფილებლობა(100 განცხადება/საჩივარი);
ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანება და მომსახურეობის შეზღუდვის ან/და შეწყვეტის პირობები(139 განცხადება/საჩივარი);
სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტების ცვლილება(55 განცხადება/საჩივარი);
მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორე და სადავო დავალიანება (58 განცხადება/საჩივარი);
სპამი (10 განცხადება/საჩივარი);
საანძო მეურნეობების განთავსების/ექსპლოატაციაში შეყვანის შედეგად სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში რადიაციული დასხივება(8 განცხადება/საჩივარი);
მომხმარებლის არასათანადო ინფორმირება(28 განცხადება/საჩივარი);
სააბონენტო ნომრის გასხვისება(11 განცხადება/საჩივარი);

„მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მართალია არ წარმოადგენს მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენის ერთადერთ საშუალებას და მომხმარებელს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით მიმართოს, როგორც მარეგულირებელ კომისიას, ასევე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას და სასამართლოს და მათი საშუალებით დაიცვას საკუთარი ინტერესები, თუმცა დამცველის სამსახური წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის მოქნილ და ეფექტურ მექანიზმს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისგან თავის არიდებით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, სრულიად უფასოდ მიიღოს სამსახურის შესაბამისი მომსახურება.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის ანგარიში, ცხადყოფს, რომ სამსახურის საქმიანობა მთლიანად ორიენტირებულია მომხმარებლის ინტერესის დაკმაყოფილებაზე და დავის მომხმარებლის სასარგებლოდ დასრულებაზე, რომელიც შესაძლებელია მიღწეულ იქნეს მედიაციის საშუალებით - მომსახურების მიმწოდებელ კომპანიასთან მორიგებით, შესაბამისი რეკომენდაციის გაცემით, მარეგულირებელი ორგანოსთვის მიმართვის ან სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით, სადაც საზოგადოებრივი დამცველი წარმოადგენს მომხმარებელს და მისი ინტერესების დამცველს“, - ნათქვამია გამოქვეყნებული ანგარიშის დასკვნაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები