დიდი პაუზის შემდეგ, ჯანდაცვას ჰყავს მინისტრი, რომელთანაც პრობლემებზე საუბარი შეიძლება -ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები დღეს მინისტრმა მიიღო, როგორც საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის, არჩილ ჩუხრუკიძე ამბობს, საუბარი ძირითადად DRG-ის სისტემას შეეხო. მისი თქმით, საუბარი არ ყოფილა ტაშის კვრის რეჟიმში და შეხვედრაზე საუბარი პროგრამის პრობლემურ ნაწილს შეეხო. რა საკითხები გაჟღერდა დღეს ჯანდაცვის კომიტეტის მხრიდან დაორგანიზებულ შეხვედრაზე და რა დაპირებები მიიღეს კლინიკების წარმომადგენლებმა მიხეილ სარჯველაძისგან?