მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა განსაზღვრავს ხორცის ფასს?

ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში სურსათის პროდუქტების რეალიზაციაზე დამატებული ღირებულების გადასახადის შეღავათი მოქმედებს, რომელიც ეხება როგორც ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტებს, ასევე იმპორტირებულ საქონელს, მაშინ როდესაც საქართველოში სასურსათო პროდუქცია 18%-იანი დღგ-ით იბეგრება, ეს კი EU-ს საშუალო სასურსათო მაჩვენებელზე მაღალია.

მაგალითად, საქართველოში დაფასოებულ რძეზე დღგ საბოლოო ფასის 18%-ია, მაშინ როდესაც ესპანეთში ის 4%-ს შეადგენს, პურზე დღგ 18%-ს შეადგენს, საფრანგეთში კი 5.5%-ია. არსებული საგადასახადო პოლიტიკა კი ქმნის ისეთ ვითარებას, რომ სუპერმარკეტების დახლებზე კარაქი, ყველი, ხორცპროდუქტები, ტკბილეული, თუ სხვა დასახელების საქონელი მთელ რიგ შემთხვევებში იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე EU-ში.

მაგალითად, თუკი ქართულ ქსელურ სუპერმარკეტში 200 გრამი კარაქის ღირებულებაა 8 ლარი, აქედან 18% ანუ 1.44 ლარი მხოლოდ დღგ-ზე მოდის. ანუ პროდუქტის ფასი ამ გადასახადის გარეშე 6.56 ლარია. შედარებისთვის საფრანგეთში კარაქზე, ისევე როგორც სხვა ძირითად სასურსათო პროდუქტებზე დღგ 5.5%-ია. შედეგად, იგივე თვითღირებულების კარაქი საფრანგეთის სუპერმარკეტის დახლზე საქართველოსთან შედარებით 13.5%-ით უფრო იაფია.

თუმცა მაგ. იგივე დაბეგვრის პრინციპი არ მოქმედებს ადგილობრივ ხორცზე, რომლის ფასიც ხშირად იმპორტირებულის მსგავსია, რომელიც +18%-ს იხდის. რა არის ამის ახსნა?

სტუმარი: ბექა გონაშვილი - "აგროქიზიყის" დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები