საქართველოში შემოსავლების უთანაბრობის უკან ხშირ შემთხვევაში დგას კონკრეტული პირის გენდერი ან საცხოვრებელი ადგილი,- ამის შესახებ EBRD-ის მთავარი ეკონომისტი სერგეი გურიევი გადაცემა „Forbes კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
„EBRD-ის დირექტორთა საბჭომ ახალი კონცეფცია მიიღო. ჩვენ გვსურს, რომ შევქმნათ ისეთი საბაზრო პირობები, რომლებიც ერთდროულად იქნება, ინკლუზიური, მწვანე პრინციპებზე დაფუძნებული, სწორი მმართველობის ქვეშ მყოფი, ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებზე და სტაბილური. ინკლუზიურობა ჩვენთვის დღეს მთავარია, იმისთვის რომ მივაღწიოთ მდგრად განვითარებად ქვეყანას. ჩემი მოვალეობაც, როგორც მთავარი ეკონომისტის, არის ის, რომ გავიგოთ, თუ როგორ იზომება ინკლუზიურობა. არათანაბარი შესაძლებლობები არ შემოიფარგლება მხოლოდ უთანასწორობით შემოსავლებში, არამედ ის მოიცავს წვდომას ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. ამ კუთხით საქართველო არც თუ ისე კარგად პოზიციონირებს. ასე მაგალითად საქართველოში შემოსავლების უთანაბრობის უკან ხშირ შემთხვევაში დგას კონკრეტული პირის გენდერი ან საცხოვრებელი ადგილი. ამ კუთხით მთავრობას ბევრი სამუშაო აქვს და ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევების დაძლევაში დავეხმაროთ საქართველოს“,- აცხადებს გურიევი.

























