რა გავლენა აქვს ბაზარზე პლასტიკის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვას?- პლასტიკის ბოთლებისგან განსხვავებით საქართველოში პლასტმასის ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება რამდენიმე თვეა აკრძალულია. კერძოდ, 1 აპრილიდან პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება გარდა ექსპორტისა აიკრძალა. ბიზნესის ნაწილი ამბობს, რომ ჭურჭლის გარკვეული სახეობები სხვა ალტერნატივებით ჩაანაცვლეს, თუმცა ალტერნატიული პროდუქტის იმპორტი გაცილებით ძვირი ჯდება. გამოწვევაა ბაზარზე განთავსებული პროდუქციის ხარისხიც, რომელიც სათანადოდ არ კონტროლდება. როგორ აუწყო ფეხი ბიზნესმა თამაშის ახალ წესებს, პლასტიკის ჭურჭლის რა ალტერნატივები გაჩნდა ბაზარზე და რამდენად აღსრულებადია კანონი?
სტუმარი: ნინო მელაძე - „ლანჩ გრუპის“ დამფუძნებელი


































