ევროკავშირის მასშტაბით ბუნებრივი აირის ღირებულება იზრდება. ერთთვიან პერიოდში გაზის გაძვირების მაჩვენებელი 23%-ს აღწევს. რაც შეეხება წინა წლის შესაბამის პერიოდს, ამ შემთხვევაში მატების მაჩვენებელი 30%-ს შეადგენს. ამჟამინდელი მდგომარეობით, ევროპაში მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება 35 ევროს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ზოგადად, ბუნებრივი აირის ფასები არა მხოლოდ ერთ, არამედ სამთვიან პერიოდში ზრდის დინამიკით ხასიათდება, რაც მზარდ მოთხოვნას და ამასთან, გლობალურად, ხელოვნური ინტელექტის მოხმარების ბუმს უკავშირდება. რა პროგნოზები იკვეთება ბაზარზე?