მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა აქვს ლარის გაუფასურებას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასებზე

5be4387538ef9
ელენე გოგბერაშვილი
08.11.18 17:21
589
თბილისის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები, რომლებიც ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციით არიან დაკავებულები, ამბობენ, რომ ცხოვრება გაძვირდა. ეს კი მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში ლარი უფასურდება.

BM.GE-ს მიერ გამოკითხული მოქალაქეების თქმით, დაახლოებით 15-20%-ით არის გაზრდილი აგრარულ ბაზრებში პროდუქციის ღირებულება. მოვაჭრეები კი ამბობენ, რომ ფასები მხოლოდ მცირედით გაიზარდა, თუმცა მსყიდველუნარიანობა შემცირდა და რეალიზაციამაც იკლო. მათი ნაწილი ამბობს, რომ გაყიდვები თითქმის გაუვახევრდათ.
ლარის გაუფასურებას გავლენა მხოლოდ სასურსათო პროდუქტებზე არ ჰქონია. გამოკითხული მოქალაქეები ამბობენ, რომ გაძვირდა მედიკამენტებიც. ხოლო მათ, ვისაც საბანკო ვალდებულებები დოლარში აქვთ, ლარის გაუფასურების გამო გაეზარდათ სესხის მომსახურების ხარჯებიც.

ცხოვრება რომ გაძვირდა ამ აზრს ამყარებს სტატისტიკაც. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ოქტომბრის თვის იმფლაციის ფორმირებაზე გავლენა ქონდა სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მატებას. წინა თვესთან შედარებით ოქტომბერში ყველაზე მეტად ტანსაცმელი, ფეხსაცმელი(6,3%), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (0,7%) გაძვირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი გაძვირებულია ყველა ჯგუფში შემავალი პროდუქტი და მომსახურება.

ტრანსპორტის ჯგუფში ფიქსირდება ფასების 6,5%-იანი მატება, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფზე ფასები მომატებულია 6,1%-ით, ალკოჰოლი და თამბაქო კი 5,7%-ით გაძვირდა.

აგრარული ბაზრის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ თუ ლარის კურსი არ დასტაბილურდა, არ არის გამორიცხული პროდუქტები კიდევ გაძვირდეს. განსაკუთრებით გაძვირდება ის პროდუქტი, რომელიც იმპორტირებულია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები