საქართველოდან არარეგულარული შრომითი მიგრაცია უკვე ათწლეულებია შეუქცევად პროცესად იქცა. წლების განმავლობაში იცვლება მოსახლეობის გადინების მასშტაბები და წასვლის გზები, თუმცა ემიგრაციის ძირითადი მიზეზები უცვლელია: უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, გაზრდილი ფასები და ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველყოფა - ეს არის ამონარიდი სტატიიდან, რომლის ავტორია მეკო ჩაჩავა და მის სტატიას, მიგრაციის ზეგავლენა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სამუშაო ძალაზე, და ამ პუბლიკაციას აქვეყნებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იგივე იემსი აქვეყნებს.
რა ნაბიჯები გადადგა საქართველომ მიგრაციის მართვის სისტემის განვითარების მიმართულებით და რამდენად გააზრებულია ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის გავლენა ეკონომიკაზე?