თუ აქამდე მასპინძლობის სექტორისთვის შემოსავლების 50% კონფერენციებიდან, ივენთებიდან და რესტორნებიდან მიღებული შემოსავლებიდან გენერირდებოდა, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. თბილისში არსებული სასტუმროების 70% ფაქტობრივად ცარიელია, ცარიელია სარესტორნო დაწესებულებებიც, რადგან ადამიანებს საზეიმო განწყობა არ აქვთ. რა მდგომარეობაა დღეს სამასპინძლო დაწესებულებებში.