საერთაშორისო ბირჟაზე ოქროზე ფასი შემცირდა. ერთთვიან პერიოდში კორექციის მაჩვენებელი თითქმის 5%-ს შეადგენს. უნცია ოქრო ბირჟაზე ამჟამად 2,629 დოლარის ფარგებში ივაჭრება. ეს ბოლოდროინდელი კლება მინიმალურ კორექციად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ერთთვიან პერიოდში ოქრო გაიაფებულია, თუმცა ერთწლიან პერიოდში მისი ფასი მაინც 30%-ითაა გაზრდილი.
ბოლო 30 დღის პერიოდში 11%-ით შემცირდა ფასი ვერცხლზე და ბირჟაზე 30 დოლარის ფარგლებში ივაჭრება, თუმცა ამ შემთხვევაშიც ძვირფასი ლითონი ერთწლიან ჭრილში 22%-ით არის გაძვირებული. რა გავლენა აქვს ქართულ ბაზარზე გლობალურად ძვირფას ლითონებზე ფასების ცვლილებას და რა ტენდენციებია საიუველერიო ბიზნესში?
სტუმარი: თორნიკე სამხარაძე - "ზარაფხანას" აღმასრულებელი დირექტორი