მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა აქვს პანდემიას სამედიცინო ტურიზმზე?

BM.GE
27.01.22 11:43
485
2021 წელს საქართველომ ტურიზმიდან 1,244,941,717 დოლარის შემოსავალი მიიღო. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით 38%-ით აღდგა. სულ გასულ წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის რაოდენობამ 1,881,271 შეადგინა. აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 20%-ია. ხოლო თუ 2020 წელსაც შევადარებთ მონაცემებს ვნახავთ, რომ საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 7.7% გაიზარდა კიდეც. 4

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1,577,463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. ამ შემთხვევაში 2019 წლის მონაცემთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 31% აღდგენილია. 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს.

როგორ ვითარდება სამედიცინო ტურიზმი და როგორია მისი პოტენციალი? - ბოლო წლებში ამა თუ იმ სამედიცინო სერვისის მიღების მიზნით არაერთი ქვეყნის მოქალაქე შემოდიოდა, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას კი რეპროდუქციასთან ერთად თმის გადანერგვაც წარმოადგენდა. რა შეცვალა კოვიდმა ამ ნაწილში და რამდენად დიდი კონკურენტი გაგვიჩნდა თურქეთის სახით, სადაც ასევე საკმაოდ მძლავრად განვითარდა ბოლო წლებში ეს მიმართულება?



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები