საერთაშორისო კომპანიების ნაწილი საქართველოს ბაზრიდან გადის, ნაწილი კი ჯერ დაკვირვების პროცესშია - ამის შესახებ გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტში" "რემაქს კაპიტალის" დამფუძნებელმა მარიამ ასათიანმა ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო წლებში ქართული საოფისე და კომერციული ფართებისადმი გაზრდილი ინტერესი ქვეყნის პროდასავლურ ორიენტაციასთან იყო კავშირში, დღეს კი იქმნება მოლოდინი, რომ ქვეყნის კურსის ცვლილების შემთხვევაში ბაზარი მათ დიდ ნაწილს დაკარგავს, რაც როგორც უშუალოდ უძრავი ქონების სექტორზე, ისე მთელს ეკონომიკაზე ნეგატიური ეფექტის მომტანი იქნება.
როგორ ფასდება მიმდინარე მდგომარეობა და რა კითხვებზე ეძებს პასუხებს ბიზნესი?
სტუმარი: მარიამ ასათიანი - “რემაქს კაპიტალის” დამფუძნებელი;