მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა აქვს "მწვანე პასპორტის" გაუქმებას კინოთეატრებზე

62011eba8a975
მარიამ ვარადაშვილი
08.02.22 00:10
967
"კავეას" მარკეტინგის დირექტორის გვანცა გარმელიას თქმით, “მწვანე პასპორტის” გაუქმების შემდეგ კინოთეატრებში მაყურებელთა რაოდენობა გაიზარდა. თუმცა, როგორც მან BMG-ის უთხრა, მაყურებლის რაოდენობა მრავალ ფაქტორზე, უმთავრესად კი იმაზეა დამოკიდებული, რა ფილმი გადის, ასევე როგორია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და სხვა.

“მწვანე პასპორტების სისტემის დანერგვამ გარკვეული ზეგავლენა იქონია ვიზიტორთა რაოდენობაზე, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ვითარება დასტაბილურდა, თან დიდი პრემიერებიც დაემთხვა. იმ დროს “სპაიდერმენი” გადიოდა და მის სანახავად ბევრმა “მწვანე პასპორტიც” კი აიღო”, - ამბობს კინოთეატრების წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, საქართველოში “მწვანე პასპორტის” სისტემამ, რაც გულისხმობდა გარკვეული დათქმებით მოქალაქეების სხვადასხვა ობიექტზე შეშვებას, ჯამში ორი თვე იმუშავა. როგორც გვანცა გარმელია ამბობს, ახლა იმ მაყურებელთა ნაწილს იბრუნებენ, რომლებიც ამ სისტემის ამოქმედების გამო დაკარგეს.

მისივე თქმით, ამჟამად "მწვანე პასპორტების" სისტემის გაუქმების მიუხედავად, კინოში რჩება გარკვეული რეგულაციები, როგორებიცაა მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობა დარბაზში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები