ბოლო ერთ წელში ბენზინის 30%-ით, ხოლო დიზელის 54%-ით გაძვირებამ ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი სერიოზული წნეხის ქვეშ დააყენა. საწვავის ფასები მძიმე ტვირთად აწვება როგორც ადგილობრივ წარმოებასა და ლოგისტიკას, ისე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, დეველოპმენტსა თუ საერთაშორისო გადაზიდვებს. ბიზნესის ნაწილი ფასების შენარჩუნებას საკუთარი მარჟის ხარჯზე ჯერჯერობით ახერხებს, ნაწილმა კი მაგალითად, საკურიერო სექტორმა ტარიფები უკვე ორჯერ გაზარდა. სად ხედავს გამოსავალს ბიზნესი, არის თუ არა აქციზის შემცირება პანაცეა და რა არგუმენტები აქვს ფინანსთა სამინისტროს?






























