მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება არჩევნების შედეგებს უძრავი ქონების ბაზარზე

26 ოქტომბერს გამართული არჩევნების ოფიციალური შედეგებით (რომლის ლეგიტიმაცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე რბილად რომ ვთქვათ კითხვის ნიშნებს ატარებს), მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის მართვას კვლავ „ქართული ოცნება“ აპირებს. 28 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობას სურს, მომდევნო 4 წელში ჯამურად 9 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს, რაც წლიურად დაახლოებით 2.2 მილიარდი დოლარის FDI-ს მოზიდვას გულისხმობს. სტატისტიკის თანახმად კი, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში FDI 397 მილიონი დოლარით, ანუ 34%-ით შემცირდა და მხოლოდ 786 მილიონი დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2.2 მილიარდი დოლარის FDI საქართველოს ბოლო რვა წელში მხოლოდ ერთხელ, 2022 წელს ჰქონდა, მთლიანად ამ პერიოდში კი FDI-ის საშუალო მაჩვენებელი 1.54 მილიარდი დოლარი იყო. ეკონომისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ევროპასთან გაუარესებული მდგომარეობა მძიმე ტვირთად დააწვება ლარსაც. სავარაუდოა რომ მისი გაუფასურება საგრძნობი იქნება და ამასთან, მოლოდინია, რომ საპროცენტო განაკვეთები საქართველოში გაცემულ სესხებზე გაიზრდება, ვინაიდან ჩვენს კომერციულ ბანკებს გაეზრდებათ საერთაშორისო საკრედიტო ხაზებთან დაკავშირებული ხარჯები.

სტუმრები:

აკაკი ცომაია -ეკონომისტი;

გიორგი კეპულაძე - საზოგადოება და ბანკები-ს ხელმძღვანელი;

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები