მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნების გაზრდას სავალუტო რეზერვებზე?

კომერციულ ბანკებს წლის ბოლომდე ეროვნულ ბანკში დამატებით 340 მილიონი დოლარის დარეზერვება მოუწევთ, ეს მას შემდეგ რაც სებმა დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდის ფონზე, ბანკებისთვის უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. რეგულატორი განმარტავს, რომ ამ გზით ბანკებში არსებული სავალუტო ლიკვიდობის გაზრდილ სავალუტო დაკრედიტებაში გადაზრდის რისკს აზღვევს. სპეციალისტების შეფასებით კი, სებ-ის მიერ გაცხადებული მიზნის გარდა, სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა სავალუტო რეზერვების შევსების მიზანსაც ემსახურება. რა გავლენა ექნება ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნების გაზრდას გასულ თვეებში რეკორდული ინტერვენციების შემდეგ სავალუტო რეზერვებზე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები