სემეკის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან როგორც თბილისში, ისე რეგიონებში როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდა. რაც შეეხება წყლის გადასახადს, ფასი კომერციული მომხმარებლებისთვის გაიზარდა სამ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში.
ამასთან მიმდინარე თვიდან ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება თბილისსა და რეგიონებში კომერციული აბონენტებისთვის. გადაწყვეტილება გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა მიიღეს. მაგალითად, „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 ლარის ნაცვლად 1.29 ლარით განისაზღვრება. გაზის ფასი უცვლელი დარჩება იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის, რომლებზეც ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ვრცელდება.
რა გავლენას იქონიებს სემეკის გადაწყვეტილება ბიზნესზე?
სტუმარი: ვანო გოგლიძე - "კულას" დირექტორი;