მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას?

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შემცირდა. ეს 2009 წლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ყველაზე მკვეთრი ბიჯია, რადგანაც გასული წლების განმავლობაში ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ძირითადად 0.25-0.5 პროცენტული პუნქტის შუალედში ამცირებდა.

რაც შეეხება თავად განაკვეთის მოცულობას, ის 2021 წლის თებერვლის შემდეგ ასეთი მცირე მოცულობის არ ყოფილა. სებ-ის განმარტებით, ქვეყანაში არსებული დაბალი ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია რეფინანსირების განაკვეთის შემცირება. რამდენად მიზანშეწონილია განაკვეთის ამდენად თამამად შერბილება?

სტუმარი: აკაკი ცომაია - ეკონომისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები