საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელი დანაკარგები რუსეთისათვის დაწესებული დამატებითი შეზღუდვების გარეშე 2022 წელს 114 მლნ. აშშ დოლარს აღწევს,, შეზღუდვების სცენარით კი კლება 500 მლნ. აშშ დოლარი იქნება.
აიდიეფაის მიერ მომზადბეული მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს, მოსალოდნელია რომ ექსპორტი რუსეთის, ბელარუსიის და უკრიანის მიმართულებით 7%-ით შემცირდება. ექსპორტის შემცირებასთან ერთად სავარაუდოაა იმპორტის დაახლოებით 174 მლნ. აშშ დოლარით შემცირებაც.
რა გავლენა ექნება რუსეთის მიერ უკრიანაში დაწყებულ საომარ მოქმედეებს საქართველოს ეკონომიკაზე, მათ შორის ტურიზმისა და გზავნილების კუთხითაც?
სტუმარი: გივი ადეიშვილი - IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი;