მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება რუსთაველის რეაბილიტაციას სასტუმრო ბიზნესზე?

დღეიდან თბილისში რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში რუსთაველის გამზირზე, ასევე მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შეზღუდული იქნება. მომდევნო რამდენიმე თვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რეაბილიტაცია ტურისტულად აქტიურ სეზონს ემთხვევა. რუსთაველის გამზირი მოგეხსენებათ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ზონაა, სადაც განთავსებულია არაერთი კვების ობიექტი, საიუველირო მაღაზია, კომერციული სივრცე, ასევე ათამდე მსხვილი ბრენდული სასტუმრო. მიმდებარე ქუჩებზე კი ფუნქციონირებს მცირე ზომის, ბუტიკური ტიპის განთავსების ობიექტი.

რა გავლენას მოახდენს ოპტიმისტურ სცენარში ოთხთვიანი რეაბილიტაცია ტურიზმსა და ადგილობრივ ბიზნესზე?

სტუმარი: შალვა ალავერდაშვილი - სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები