კვლავ აკრძალული იქნება რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი. როგორც ცნობილია ამ ეტაპზე, შეზღუდვა ოქტომბრის ბოლომდე იმოქმედებს. ამ ცვლილებას კი შესაძლოა, გარკვეული გავლენა საქართველოზეც ჰქონდეს.ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსთვის საწვავის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია და სწორედ მასზე მოდის საწვავის იმპორტის თითქმის 53%. ნავთობიმპორტიორების ნაწილის შეფასებით, საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი ყველაზე იაფია, შესაბამისად, რუსეთის მიერ აკრძალვის ამოქმედება უარყოფითად იმოქმედებს საწვავის ფასებზე. თუმცა, ნაწილი თვლის რომ ამას არსებითი გავლენა ქართულ ბაზარზე არ ექნება.