ფიზიკური პირების დაკრედიტების წესის ცვლილება ეკონომიკურ ზრდას 3% პუნქტით შეამცირებს წლიურად და ქვეყნის სოციალურ მდგომარეობას დაამძიმებს -ამის შესახებ ბანკების ასოციაციიის მიერ ეროვნული ბნაკის პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ წერილშია ნათქვმი. ბანკების ასოციაცია, ეროვნულ ბანკს ასევე იმ რისკებზე აფრთხილებს რომელიც შეიძლება დებულების ამ ფორმით ამოქმედებას მოჰყვეს.
“დებულების ძალაში შესვლიდან მომავალი 12 თვის განმავლობაში მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დებულების ეფექტი მთლიან საკრედიტო პორტფელზე აისახება ნეგატიურად და გამოიწვევს მის შემცირებას 3,5-4%-ით. აღნიშნული უმეტესწილად უზრუნველყოფილი იქნება ფიზიკურ პირებზე, მათ შორის ინდ. მეწარმეებზე გაცემული სესხების მთლიანი პორტფელის შემცირებით”-ნათქვამია წერილში, რომელიც 5 ოქტომბრით თარიღდება.
ორგანიაცია ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მიმართავს გაითვალიწინოს კომერციული ბანკების არგუმენტები და შეაჩეროს დებულების ამ ფორმით მიღების პროცესი.

























