მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება სექტორისთვის სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმების გადავადებას ? - ბერკაცაშვილი

ირინა ბერკაცაშვილი

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელი ირინა ბერკაცაშვილი მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება 2025 წლის მარტამდე გადაიდოს.

მარტიდან სტომატოლოგებს ვალდებულება უჩნდებათ, რომ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ჩაერთონ და შესაბამის აკრედიტებულ ტრენინგებზე დასწრებით წელიწადში მინიმუმ 20 უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) ქულა დააგროვონ. წესი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა "ქართული ოცნების" პრემიერის 30 დეკემბერს გამოცემული დადგენილებით მარტამდე გადავადდა.

"სანქცია საკმაოდ დიდი 1 000 ლარი იყო და ჯარიმდებოდა არა ექიმი, რომელმაც ქულა ვერ დააგროვა, არამედ სტომატოლოგიური კლინიკა, რომელსაც შესაძლოა ჰყოლოდა 50 სტომატოლოგი და მათგან ერთს დაჰკლებოდა ორი ქულა და ეს ცხადია, იწვევდა უსამართლობის განცდას. რეალურად ტრენინგების აკრედიტაცია 28-29 აგვისტოდან დაიწყო და ოთხ თვეში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო სტომატოლოგებისთვის ის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. რისთვისაც ეს დადგენილება ძალაში შევიდა, რომ კვალიფიკაცია ამაღლდეს და მაღალი დონის სერვისი მიეწოდოს მოსახლეობას, ვერ მოხერხდებოდა, რადგან სტომატოლოგებმა დაიწყეს ხელმისაწვდომი ტრენინგების ძებნა ქულისთვის და ცხადია შედეგი ვერ დადგებოდა.

ამ გადავადებით მოგვეცა საშუალება, უფრო გონივრულად მივუდგეთ ამ საკითხს და შევარჩიოთ ის სტომატოლოგიური ტრენინგები, რომელიც ნამდვილად კვალიფიკაციის ამაღლებას მოემსახურება. ამას გარდა, ტრენინგების გაზრდილი რაოდენობაც უკვე საშუალებას მოგვცემს რომ თუნდაც ფასები დარეგულირდეს და ყველამ შეძლოს ტრენინგის გავლა", - აცხადებს ბერკაცაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები