მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება ტრამპის პოლიტიკას საქართველოზე?

საქართველო აშშ-ს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები 6 ნოემბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ჩვენი ქვეყნისთვისაც გააქტიურდა. ქვეყნის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, რომელიც წინასაარჩევნო პოლიტიკიდან გამომდინარე ინფლაციური და მიგრაციული კრიზისების დაძლევას გეგმავს. სავარაუდოა, რომ ტრამპის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა ქართველებსაც შეეხებათ.

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველო-აშშ-ის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ 472 მილიონი დოლარი შეადგინა, რითაც მეზობელი თურქეთისა და რუსეთის შემდეგ უმსხვილესი სავაჭრო მიმართულებების რეიტინგში 8.8%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის ამ პერიოდში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა წლიურად 10.4%-ით შემცირდა. კლების მიზეზი თავის მხრივ იმპორტის კლება იყო. ამ პერიოდისთვის საქართველომ ამერიკიდან 1 მილიარდ 376 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტის მაჩვენებელს 12.4%-ით ჩამორჩება.

აშშ-დან იმპორტირებული TOP-5 საქონლის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • მსუბუქი ავტომობილი - $1.249 მლრდ, 103 206 ცალი;
  • თხილი და სხვა კაკალი - $18.6 მლნ, 3 153 ტონა;
  • კვების პროდუქტები -$5.3 მლნ, 129 ტონა;
  • კოსმეტიკური საშუალებები - $4.6 მლნ; 68 ტონა;
  • მოტოციკლები და ველოსიპედები - $4.4 მლნ; 676 ცალი.

რაც შეეხება ექსპორტს, TOP-5 საქონელს შორის არის:

  • ფეროშენადნობები - $59 მლნ, 48 056 ტონა;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $5.9 მლნ, 994 ტონა;
  • საფრენი აპარატების ნაწილები - $5.2 მლნ, 23.9 ტონა;
  • შავი ლითონების მილები, მილაკები - $4.9 მლნ, 4 632 ტონა;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $3.8 მლნ, 2 596 ტონა;

საქსტატის მიხედვით, 6 თვეში ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ჩადებული ამერიკული ინვესტიციების მოცულობამ 52.1 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის იანვარ-ივნისში ჯამურად 82.6 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ამ მაჩვენებლით კი პირველ ათეულში მეშვიდე პოზიციას იკავებს.

მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ფულადი გზავნილების მხრივაც, მხოლოდ სექტემბერში, გზავნილების სახით 49 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის სექტემბრის თვის მაჩვენებელს 18%-ით აღემატება.

26%-იანი ზრდაა იანვარ-სექტემბრის მონაცემებს თუ შევხედავთ, თანხაში კი ეს 417 მლნ დოლარია.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში მოგზაურობის მაჩვენებელი არც ისე დიდია. ოკეანის გაღმა მდებარე ქვეყნიდან, რომლის მოსახლეობა 327 მილიონი ადამიანია, იანვარ-სექტემბერში საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა წლიურად 10.9%-ით გაიზარდა და შედეგად 48 004 ვიზიტი განხორციელდა.

რას უნდა ველოდოთ ხელმეორედ მობრუნებული დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს საქართველოსთან არსებული ეკონომიკური კავშირების მიმართულებით?

სტუმარი: გურამ ბააკაშვილი - "ჯეოქეისის" ეკონომიკური მიმართულების მკვლევარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები