საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინდელი მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გადაწყვეტილება საქართველოსა და ჩინეთს შორის გასულ წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანეს პრაქტიკულ შედეგად შეფასდა.
კონკრეტულად როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეების 30დღით ჩინეთში უვიზოდ გაჩერებას ჯერ არ კონკრეტდება, თუმცა მოლოდინია, რომ ეს ასახვას სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით იქონიებს, რადგან ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია.
ჩინეთის მიმართულებით რეისების რაოდენობის ზრდას ელოდებიან ტურისტული კომპანიები, რომლებიც გადაწყვეტილების ეფექტზე საუბრისას განმარტავენ, რომ ავიარეისების დამატების პირობებში. მოსალოდნელია ბილეთებზე ფასების შემცირებაც. ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. ამასთან, საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გაფორმდა.
რა ასახვა ექნება ტურისტული მიმართულებით გადაწყვეტილებას?
სტუმარი: გიორგი დოლიძე - სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტი;