მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გავლენა ექნება თურქეთის კრიზისს საქართველოზე? - კობა გვენეტაძის პასუხი

5bb5c247e1d6e
ნინო კვინტრაძე
04.10.18 11:32
924
„თუ თურქეთში სიტუაცია არ გაუარესდება, საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ველოდებით“ , - ასე აფასებს თურქეთში მიმდინარე კრიზისს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე Global Finance-თან მიცემულ ინტერვიუში. გვენეტაძე ამბობს, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - სწორედ თურქეთზე მოდის იმპორტის 17% და ექსპორტის 8%. ამასთან, თურქეთს დიდი წილი უკავია, როგორც ტურისტულ შემოსავლებში, ასევე ფულად გზავნილებში.

„ეკონომიკური სიტუაცია თურქეთში შეამცირებს საქართველოში, როგორც უცხოურ შემოდინებებს, ასევე მოთხოვნას ქართულ საქონელსა და მომსახურებაზე. თუმცა, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ თურქული ლირას დინამიკა და ინფლაცია. რეგიონში გაზრდილ რისკებს, შესაძლოა ჰქონდეს გავლენა ჩვენი რისკების განსაზღვრაზე და შესაბამისად კაპიტალის შემოდინებაზე. თურქული ლირა ქართული ლარის მიმართ მნიშვნელოვნად გაუფასურდა“, - ამბობს გვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს თურქული ლირა დოლარის მიმართ 35%-ზე მეტად გაუფასურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები