მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ჰქონდა Moody’s-ის რეიტინგის შემცირებას აშშ-ის ძირითად ინდექსებზე? - TBC Capital

TBC Capital

TBC Capital-ის ინფორმაციით, აშშ-ის გრძელვადიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ იმატა და 5%-იან ნიშნულს მიაღწია, ხოლო S&P 500-ის ფიუჩერსები შემცირდა, რაც Moody’s Ratings-ის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

საკრედიტო აშშ-ის საუკეთესო საკრედიტო რეიტინგი ჩამოართვა. 17 მაისს გაკეთებულმა რეიტინგის შემცირებამ ვაშინგტონის მზარდი ბიუჯეტის დეფიციტისა და გრძელვადიანი დავალიანების მდგრადობის გარშემო შეშფოთება გააძლიერა.

Moody’s-მა აშშ-ის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Aaa-დან Aa1-მდე შეამცირა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ბიუჯეტის დეფიციტს ვერ აკონტროლებს. ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ის საჯარო ფინანსების მდგომარეობის მიმართ უოლ-სტრიტის უკვე არსებული შიში გაზარდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონგრესში დამატებითი დაფინანსების გარეშე შემოსავლების შემცირება და გლობალურ სავაჭრო ურთიერთობებზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკის პოტენციური ზიანი განიხილება. რაც შეეხება ობლიგაციებს, 19 მაისს ათწლიან ობლიგაციებზე შემოსავლიანობა ოთხი საბაზისო პუნქტით 4.5%-მდე გაიზარდა, 30-წლიან ობლიგაციებზე კი ექვსი საბაზისო პუნქტით 5%-მდე მატება დაფიქსირდა. ასეთი მაჩვენებელი ბოლოს 2023 წელს იყო.

საკრედიტო რეიტინგის შემცირებამ გავლენა იქონია დოლარის ინდექსზეც. გასულ კვირაში აშშ დოლარის ინდექსი (DXY) მცირედით შემცირდა და დაახლოებით 100.40-ის დონეს მიაღწია. TBC Capital-ის შეფასებით, Moody’s Ratings-ი რაც დოლარზე ზეწოლას ახდენს. ამის მიუხედავად, ინდექსისთვის მნიშვნელოვანი იყო აშშ-ჩინეთის 90-დღიანი სავაჭრო ზავი და სხვა ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებების მოლოდინი.

DXY გვიჩვენებს თუ როგორ ღირებულებით დამოკიდებულებაშია დოლარი სხვა ვალუტებთან: ევროსთან, იაპონურ იენთან, ბრიტანულ ფუნტთან, კანადურ დოლართან, შვედურ კრონთან და შვეიცარიულ ფრანკთან.

ინდექსის დათვლის პროცესში ვალუტების პროცენტული განაწილება ასეთია:

  • ევრო - 57,5%;
  • იაპონური იენი - 13,6%;
  • ფუნტი - 11,9%;
  • კანადური დოლარი - 9,1%;
  • შვედური კრონა - 4,2%;
  • შვეიცარიული ფრანკი - 3,6%;

ინდექსში ყველაზე მაღალი წილი ევროს აქვს, შესაბამისად, ევროს კურსის ცვლილებას დოლართან მიმართებით მასზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს. ინვესტორები დოლარის ინდექსს ხშირად უყურებენ როგორც აშშ-ის ეკონომიკის სიჯანსაღის შეფასების კრიტერიუმს. არსებული მეთოდოლოგიით თუ DXY 100-ს აჭარბებს, ნიშნავს, რომ დოლარი სხვა ზემოხსენებულ ვალუტებთან შედარებით მყარია, ხოლო თუ მასზე ნაკლებია დოლარის დასუსტებაზე მიუთითებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები