მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გავლენა იქონია ევროპარლამენტის არჩევნებმა ევროს კურსზე

5cec1676688a8
მიშა ხაჩიძე
27.05.19 21:10
689
ევროპარლამენტის არჩევნებმა ევროს კურსზე გავლევა არ იქონია. ევროპული გამოცემების ცნობით, კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს. 1 ევროს ღირებულება $ 1,1210 შეადგენს.

ევროპულ ბაზრებზე მშვიდი კვირის დასაწისი ფიქსირდება. ევროპის ცენტრალური ბანკის (EZB) მონაცემებით, ევროს კურსი დოლართან მიმართებაში პარასკევს საღამოს 1,1187 დადგინდა.

ევროპარლამენტის არჩევნები გუშინ შედგა. ევროპის მოქალაქეები 751 დეპუტატი აიღციეს, რომლებიც ევროპარლამენტში 2024 წლამდე იმუშავებენ.

როგორც ცნობილია, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტია ლიდერობს. ევროპარლამენტში ადგილებს წლევანდელი არჩევნებიდან პოპულისტური და ნატიონალისტური პარტიების წარმომადგენლები მოიპოვებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები