სამშენებლო-სარემონტო მასალების კომპანიები გაზაფხულისთვის იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების გაზრდას აანონსებდნენ. მიზეზი - ჩინეთიდან გაძვირებული საზღვაო ტრანსპორტირებაა. საქმე ის არის, რომ სავაჭრო გემებზე, ჰუსიტების თავდასხმების გამო საზღვაო ხაზები წითელ ზღვას თავს არიდებენ, სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ, გაზრდილი მარშრუტი კი საზღვაო გადაზიდვის ღირებულებას რამდენჯერმე აძვირებს.
მაგ. ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიაში“ ამბობდნენ, რომ საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულება 300-400%-ით იყო გაძვირებული. რა ხდება გაზაფხულისთვის სამშენებლო და სარემონტო სექტორში, აისახა თუ არა ფასების ზრდა?
სტუმარი: ნინო დვალიძე - "ზოდის" აღმასრულებელი დირექტორი;