მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს ევროზონის ეკონომიკაზე?

ევროზონა

"ევროპის ეკონომიკას შეუძლია ირანის ომის გადატანა - თუ ერთ თვეში დასრულდება",- ამის შესახებ Bloomberg წერს.

მომდევნო ოთხი კვირა განსაზღვრავს, ევროპის ეკონომიკა ახალი კრიზისის წინაშე დგას თუ უბრალოდ დაბრკოლების აღდგენის პროცესში. სწორედ ამდენ ხანს გაგრძელდება დონალდ ტრამპის თქმით, ირანზე მისი დარტყმები, რომლებმაც უკვე მოკლა აიათოლა ალი ხამენეი, გამოიწვია კონტრშეტევების ტალღა ახლო აღმოსავლეთში და ენერგორესურსების ფასების ზრდა.

როგორც Bloomberg წერს, პროცესის მეტად გახანგრძლივება ევროზონის ეკონომიკისთვის რისკს შეიცავს და ამავდროულად, ინფლაციას წაახალისებს, რომლის შეკავებასაც ევროპის ცენტრალური ბანკი დიდი ძალისხმევით ცდილობდა.

ევროკავშირის ეკონომიკას მიმდინარე მოვლენების მიმართ მოწყვლადად რეგიონიდან ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება აქცევს.

Bloomberg განიხილავს სცენარებს, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს ნავთობის გაძვირებამ ევროზონის ეკონომიკაზე. პროგნოზირებულია, რომ ბარელი ნავთობის 10 დოლარით გაძვირება ევროზონის ეკონომიკის 0.2%-იან კლებას და 0.3%-იან ინფლაციას გამოიწვევს, ხოლო 30 დოლარით ზრდა, 0.9%-იან ინფლაციას და ეკონომიკის 0.6%-იან კლებას.

„აშშ-ისრაელის ირანზე დარტყმამ და თეირანის საპასუხო ნაბიჯმა ნავთობის ფასი ბარელზე უკვე 80 დოლარამდე გაზარდა, ესკალაციამდე არსებული საშუალო 65 დოლარიდან. თუ ჰორმუზის სრუტის გავლით მიწოდება შეწყდება, ფასმა შესაძლოა 100 დოლარს გადააჭარბოს. ევროპაში გაზის ფასებიც გაიზარდა, რაც კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში დამატებით ზრდის რისკებს შეიცავს. ამ სცენარების ჩვენი შიდა ეკონომიკური მოდელის გამოყენებით გაანალიზება აჩვენებს, რომ ძირითად განვითარებულ ეკონომიკებში სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაიზრდება, ხოლო მშპ შემცირდება, რაც ცენტრალური ბანკებისთვის წინააღმდეგობრივ იმპულსებს გამოიწვევს",- აღნიშნულია Bloomberg Economics-ის შეფასებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები